19 მარტს მსოფლიო კინოპრემიერა შედგება. ფილმის, The Courier მიმართ ქართული საზოგადოების ყურადღება ორმაგადაა მიპყრობილი, რადგან მასში ბენედიქტ კამბერბაჩთან ერთად ამერიკაში მოღვაწე ქართველი მსახიობი, მერაბ ნინიძე მონაწილოებს.
ჯაშუშური თრილერი რეალურ ამბავზეა დაფუძნებული. მასში ბენედიქტის გმირი საერთაშორისო კონფლიქტში ეხვევა, ხოლო ნინიძე საბჭოთა ოფიცრის როლს ასრულებეს. მათთან ერთად ფილმში რეიჩელ ბროსნანი და ჯესი ბაკლი მონაწილეობენ.
აღსანიშნავია, რომ ფილმში შესრულებული როლისთვის, მერაბ ნინიძე „მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის“ კატეგორიაში, ბრიტანული დამოუკიდებელი კინოდაჯილდოების, BIFA-ს ნომინაციაზეა წარდგენილი.
https://www.youtube.com/watch?v=XV0hVCsFolc&feature=emb_title