საკულტო ფილმის „მარტო სახლში“ სახლი, რომელიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა 5,5 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამის შსახებ TMZ წერს.
სახლი ილინოისის შტატში მდებარეობს და მისი მეპატრონეები ტიმ და ტრიშა ჯონსონები იყვნენ. პოპულარული ტურისტული ლოკაციის გასხვისება მათ რამდენიმე თვის წინ გადაწყვიტეს და მყიდველიც ძალიან მალე იპოვეს.
სახლი საკმაოდ დიდია, მოიცავს 5 საძინებელს, ექვს აბაზანას, სპორტულ მოედანს და კინოთეატრსაც კი.
ჯონსონებმა თავის დროზე სახლი 1,5 მილიონად იყიდეს, რემონტიც გააკეთეს, თუმცა ფილმში მოხვედრილი დეტალები ხელუხლებელი დატოვეს.
საინტერესოა, რომ სახლის ყიდვას ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი მაკოლეი კალკინი აპირებდა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა.
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/01/2025-01-20_15-39-56_180439.jpg)
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/01/2025-01-20_15-39-56_255706.jpg)
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/01/2025-01-20_15-39-56_344836.jpg)
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/01/2025-01-20_15-39-56_361964.jpg)