GAC-მა და Huawei-მ ერთობლივი შრომის პირველი შედეგი წარადგინეს. პარტნიორებმა ჩინეთში შოუ-ქარი 1Concept წარადგინეს – დიდი ზომის პრემიუმ-სედანი, რომელმაც Huawei-ს ავტოპილოტი, GAC-ის უახლესი დიზაინი და 800 ძალის ჰიბრიდული აგრეგატი მიიღო. ჯერ-ჯერობით ეს მხოლოდ კონცეპტია და მახასიათებლების შესახებ ცოტა რამ თუა ცნობილი.
მოდელის სერიულმა ვერსიამ დღის შუქი 2025 წლის პირველ კვარტალში უნდა იხილოს, შემდეგ კი ჩინური კომპანიების კიდევ 2 მოდელის პრემიერაა დაგეგმილი.
GAC Trumpchi 1 Concept სიგრძეში 5,1 მეტრია, საბურავების დისკების დიამეტრი 21 დიუმს შეადგენს.
მწარმოებელმა სედანი სისტემა Super Range Extension-ით და 3 ძრავით აღჭურვა. დამატებული აქვს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ძრავის ჩართვა-გამორთვის პროცესს აკონტროლებს. ავტომობილის ხმაური და ვიბრაცია 30%-ითაა შემცირებული, საწვავის მოხმარება 15%-ით, ხოლო სვლის მარაგი 12%-ითაა გაზრდილი და 300 კილომეტრს აჭარბებს.
![80d00af59802e3fb0463ea9f092da000](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2024/09/2024-09-27_14-59-49_216748.jpg)
![aaa078ece422b0922477c1e8c2adf616](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2024/09/2024-09-27_14-59-50_925477.jpg)
![d232d1c480bcb6c9da0bdda049fba9dd](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2024/09/2024-09-27_14-59-52_914780.jpg)
![dc0ac7fda60c687f5f5acffbba1cc9a4](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2024/09/2024-09-27_14-59-53_892163.jpg)
![fb53f0b25b8c258452d67fa871f8cb0a](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2024/09/2024-09-27_14-59-55_954164.jpg)