LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: განახლებული Tesla Model Y თოვლში გაუშვეს

135
განახლებული Tesla Model Y თოვლში გაუშვეს

განახლებულმა Tesla Model Y-იმ ერთობ საინტერესო დიზაინი მიიღო. ელექტროქარის პროტოტიპი ზამთრის ტესტების დროს გადაიღეს. პროტოტიპი უჩვეულოდ გამოიყურება მისი წინა ნაწილის გამო, დიზაინერული დეტალები მოდელს თითქოს ჩინურ კროსოვერს ამსგავსებს. სწორედ ჩინეთში ტარდება სიახლის ტესტირება.

განახლებული Model Y-ის ძარა თითქოს უფრო გამოკვეთილი ფორმისაა, თითქოს „ტესლამ“ სცადა რომ კროსოვერი პიკაპი Cybertruck-თვის დაემსგავსებინა.

ასეა თუ ისე, სიახლეს უახლოეს მომავალში გაასაჯაროებენ და შანხაის „გიგაფაბრიკაში“ წარმოება იანვრის ბოლომდე დაიწყება. პირველი კონვეიერზე ხუთადგილიანი Model Y დადგება, შემდეგ კი 3 რიგიანი კროსოვერი განახლდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები