LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „გარეთ გასულია კურტკის გარეშე, მხოლოდ ჯემპრით“ – თბილისში 81 წლის კაცს ეძებენ

387
ჯამბული

თბილისში 81 წლის კაცს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ანზორ (ჯამბული) გაბუნიას მეხსიერების პრობლემები აქვს. როგორც „ფორტუნას“ ოჯახის ახლობელმა განუცხადა, უკვე 2 დღეა რაც მოხუცს ეძებენ.

როგორც ოჯახის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული კაცი ქურთუკის გარეშეა გარეთ გასული.

„თბილისში 81 წლის მამაკაცს ეძებენ, რომელიც გუშინ გავიდა სახლიდან და შინ არ დაბრუნებულა. ანზორ (ჯამბული) გაბუნიას აქვს მეხსიერების პრობლემა. გარეთ გასულია კურტკის გარეშე, მხოლოდ ჯემპრით. ცხოვრობს ვერაზე, თუმცა ბოლო მონაცემებით მისი კვალი არის დიდუბეში დაფიქსირებული. თუ ვინმეს გყავთ შემჩნეული და იცით მისი ადგილმდებარეობა დაუკავშირდით ოჯახს ნომერზე: 595 47 33 43“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g