LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ილონ მასკმა რობოტაქსი წარადგინა. ფასი 30 ათას დოლარზე ნაკლებია

166
ილონ მასკმა რობოტაქსი წარადგინა

Tesla-მ ახალი რობოტაქსი Cybercab წარადგინა. ავტომობილის შეძენა ნებისმიერი მსურველისთვის იქნება შესაძლებელი. სიახლე ეს არის სრულად ავტონომიური ელექტროქარი, უჩვეულო დიზაინით, ორ ადგილიანი სალონით და სალონში საჭისა და სატერფულების გარეშე. წარმოება 2027 წლამდე უნდა დაიწყოს, თუმცა ილონ მასკმა ყოველი შემთხვევისთვის მაინც აღნიშნა, რომ ეს ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზი იქნებოდა. მან ასევე პირობა დადო, რომ Cybercab საკმაოდ ხელმისაწვდომი იქნება და ფასი 30 ათას დოლარს არ გადასცდება.

ვიზუალურად Cybercab თითქოს გარდამავალი წერილია Cybertruck-სა და Tesla-ს სხვა მოდელებს შორის. განმასხვავებელ ნიშანთა შორისაა – კარი-პეპელა, უცნაური საბურავები და უზარმაზარი საბარგული. გარდა ამისა, პროტოტიპს არ აქვს არც გვერდითა სარკეები და მათ ფუნქციას კამერები ასრულებენ.

ინტერიერი ბევრი ჩვეული დეტალის არ ქონის გამო საკმაოდ მინიმალისტური გამოვიდა. შიგნით დამონტაჟებულია სავარძელი ორი ადამიანისთვის და დისპლეი მედია სისტემით.

რობოტაქსის ტექნიკური შიგთავსის შესახებ არანაირი დეტალები არ ვრცელდება. თუმცა, მასკმა განაცხადა, რომ ასეთი ავტომობილის შეძენას ნებისმიერი მსურველი შეძლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები