LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ჯასტინ ბიბერისა და ჰეილი ბოლდუინის რომანტიკული უქმეები აიდაჰოს ტბის პირას

123
safe-image

წლევანდელი ზაფხული ახლადდაქორწინებული წყვილისთვის, ჯასტინ ბიბერისა და ჰეილი ბოლდუინისთვის საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი გამოდგა. ისინი დიდ მოგზაურობაში გაემართნენ. წყვილი მთიან იუტას შტატს ესტუმრა და დრო ველურ პირობებშიგაატარა, მოგზაურობა 1 მილიონი დოლარი დაჯდა.

ცოტა ხნის წინ, ჰეილიმ სოციალურ ქსელში ფოტოების სერია გაავრცელა, ამჯერად წყვილი უქმეებს აიდაჰოს ტბის პირას ატარებს. ვარსკვლავს მუქი ფერის საცურაო კოსტიუმი აცვია, ჰეილის ასევე ახალი ვარცხნილობა აქვს.

შეგახსენებთ, წყვილის ქორწილი, რომელსაც  საზოგადოება საკმაოდ დიდხანს ელოდა, გასული წლის 30 სექტემბერში შედგა. ისინი 2018 წლის ივლისში დაინიშნენ. მუსიკოსმა გოგონას ხელი ბაჰამის კუნძულებზე სთხოვა. სექტემბერში კი მათ ქორწინება ნიუ-იორკის სასამართლოს შენობაში გააფორმეს. ტრადიციული ქორწილი  სამხრეთ კაროლინაში ჩატარდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები