კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ დარბაზში საქართველოს სახალხო არტისტის, რამაზ ჩხიკვაძის, საიუბილეო საღამო გაიმართა.
მსახიობის დაბადებიდან 95 წელი გავიდა.
კულტურის სამინისტროს ცნობით, ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დამფუძნებელი და ქართული კულტურის დიდი მოამაგე ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად, რამაზ ჩხიკვაძის კოლეგები, მეგობრები და ოჯახის წევრები, საზოგადოების თვალსაჩინო წევრები, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.