46 წლის ოსკაროსან მსახიობს, ხოაკინ ფენიქსსა და 35 წლის რუნი მარას გასულ წელს ვაჟი შეეძინათ, მას რივერი დაარქვეს. ახლახანს წყვილმა შვილი პირველად გამოაჩინა. პაპარაცებმა ისინი სანტა-მონიკაში დააფიქსირეს.
ვარსკვლავური წყვილი ყოვედღიურ ტანისამოსში იყო გამოწყობილი, ხოაკინს შავი მაისური და და ამავე ფერის შარვალი ეცვა, რუნის კი ზოლებიანი მაისური ამშვენებდა. ზოლებიანი შარვალი ეცვა პატარა რივერს, რომელიც დედას ხელში ეჭირა. 6 თვის ბიჭუნას ქერა თმა და ღია ფერის თვალები აქვს, ფოტოებმა ინტერნეტი დაიპყრო.