36 წლის კირა ნაიტლი პაპარაცების ობიექტივში საკმაოდ იშვიათად ხვდება. მას ახლა შემოქმედებითი პაუზა აქვს აღებული და ცდილობს მეუღლესა და ორ შვილს მაქსიმალურად დიდი დრო დაუთმოს.
გასეირნება სახლთან – პაპარაცებმა კირა ნაიტლი და მისი მეუღლე მეზობლებთან საუბრისას დააფიქსირეს
ახლახანს მოხერხებულმა პაპარაცებმა მაინც მოახერხეს ვარსკვლავური ოჯახის გადაღება. კირა 38 წლის მეუღლესთან, მუსიკოსთან, ჯეიმს რაიტონთან და ორ შვილთან ერთად ლონდონის ქუჩაში დააფიქსირეს.
მსახიობი ყოველდღიურ ტანისამოსში იყო გამოწყობილი, მას ჯინსის შარვალი და თეთრი სვიტერი ეცვა, რომელზეც „ბარბერის“ თრენჩი ჰქონდა მოცმული.
ცნობისთვის, როგორც დასავლური მედია წერს, კირას მალე ახალ ფილმში ვიხილავთ, რომლის რეჟისორიც კამილ გრიფინია იქნება. საუბარია ფანტასტიკური ჟანრის დრამაზე, სახელწოდებით „ჩასახვა“ (Conception).