LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: კოლხეთის ეროვნულ პარკში ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო, ვიზიტორს შეეძლება თავი გამოსცადოს დამატებით აქტივობებში

143
295956890_412353474258749_6287694526051201228_n

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა კოლხეთის ეროვნულ პარკში ახლად მოწყობილი ინფრასტრუქტურა და მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს.

მიმდინარე წელს, კოლხეთის ეროვნული პარკის მრავალფეროვან ეკოტურისტულ სერვისებს ზიპლაინი და კლდეზე საცოცი კედლის ატრაქციები შეემატა. კოლხეთის ეროვნულ პარკში მისულ ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება, საწყალოსნო სერვისების გარდა, თავი გამოსცადოს დამატებით გასართობ აქტივობებში.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია ეკოტურიზმის განვითარება, რომლის ფარგლებში, დაცულ ტერიტორიებზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მიმდინარეობს არსებულის რეაბილიტაცია და ემატება ახალი ატრაქციები, რათა აქ მოსულ ვიზიტორებს მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ, უკეთ დაისვენონ და გაეცნონ ადგილობრივ ბიომრავალფეროვნებას“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

კოლხეთის ეროვნულ პარკში ეკოტურიზმის განვითარება უწყვეტად მიმდინარეობს. გასულ წელს, ვიზიტორთა ცენტრის ეზოში 4 ეკოტურისტული კოტეჯი მოეწყო, აშენდა ახალი ნავმისადგომი, განახლდა მდინარე ფიჩორის საპიკნიკე, უახლოეს პერიოდში კი დასრულდება კაფეტერიის მოწყობის სამუშაოები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგრძობს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარებას. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს გაიხსნა წალკის კანიონის უნიკალური ეკოტურისტული ობიექტი, ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში გაიხსნა საერთაშორისო სტანდარტის ვიზიტორთა ცენტრი, მარტვილის კანიონზე მოეწყო ზიპლაინი, პრომეთეს მღვიმეს მიმდებარედ მოეწყო კაფეტერია, არწივის კანიონის ბუნების ძეგლზე მოეწყო ბილიკი თანამდევი ინფრასტრუქტურით, მაჭახელას ეროვნულ პარკში გაიხსნა საერთაშორისო სტანდარტის საგამოფენო სივრცე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g