LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Land Rover Defender-მა ახალი და ძალიან საინტერესო ვერსია მიიღო

104
Land Rover Defender-მა ახალი და ძალიან საინტერესო ვერსია მიიღო

Land Rover აპირებს რომ ლეგენდარული შეჯიბრება Camel Trophy აღადგინოს, თუმცა ამჯერად სხვა სახელწოდებით. მონაწილეებს მოუწევთ ძალის, მოხერხებულობისა და გამჭრიახობის გამოვლენა, ხოლო გადაადგილება მხოლოდ სპეციალურ მოდელზე — Defender 110 Trophy Edition-ზე შეეძლებათ. ვიზუალურად მოდელი კლასიკური სტილის ხაზს იმეორებს და ჩვეულებრივი Defender-ს აღჭურვილობით გამოირჩევა.

Land Rover-მა გადაწყვიტა ლეგენდარული Camel Trophy-ს ანალოგი შექმნას. იქიდან გამომდინარე რომ, სიგარეტის რეკლამა მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში აკრძალულია, ახალ რბოლას Defender Trophy დაარქვეს და ის რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. მონაწილეებს არამხოლოდ ავტომობილის მართვის უნარების, არამედ გამჭრიახობისა და ფიზიკური ძალის დემონსტრირება მოუწევთ. გამარჯვებულები  მონაწილეობას მიიღებენ უნიკალურ მისიაში, რომელსაც ორგანიზებას  ბრიტანული ფონდი Tusk გაუწევს.

რაც შეეხება Land Rover-ის ახალ ვერსიას, ხელმისაწვდომია ფერის ორი ვარიანტი:

ყვითელი Deep Sandglow Yellow და მწვანე Keswick Green.

Defender 110 Trophy Edition-ის ფასი დიდ ბრიტანეთში 89 810 ფუნტიდან დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები