LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ლილი ჯეიმსი მას გაჭრილი ვაშლივით ჰგავს – პამელა ანდერსონის შესახებ სერიალს იღებენ

152
page

სექს-სიმბოლოს, პამელა ანდერსონის შესახებ სერიალს იღებენ. „ტომი და პემი“ –  ასე ჰქვია პროექტს, რომლის შექმნაზეც სტრიმინგ სერვისი „ჰულუ“ მუშაობს.

სერიალი მუსიკოსი ტომი ლისა და პამელა ანდერსონის ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს. ვნახავთ, თუ  როგორ იქორწინა წყვილმა გაცნობიდან 96 საათში და როგორ გავრცელდა თაფლობის თვიდან ინტერნეტში მათი ინტიმური ვიდეო.

აღსანიშნავია, რომ პამელა ანდერსონის როლს ლილი ჯეიმსი შეასრულებს, ტომის როლს კი სებასტიან სტენი. სერიალს რეჟისორი, კრეიგ გილესპი იღებს. ახლახანს ინტერნეტსივრცეში გადასაღები მოედნიდან პირველი კადრები გავრცელდა. მსახიობები თავიანთ გმირებს საოცრად ჰგვანან.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შედგება სერიალის პრემიერა, თუმცა მისი გადაღებები უკვე აქტიურად მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები