LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Mazda-მ სიყვარულის დღისთვის შოკოლადის Miata გამოუშვა

127
mazda

სპორტქარი Mazda Miata შოკოლადში ამოავლეს. უჩვეულო საკონდიტრო ქმნილების ფოტოები Mazda Japan-მა სოციალურ ქსელში გაავრცელა. შოკოლადის ავტომობილს კომპლექტში სათადარიგო დეტალები მოჰყვება, რომელთა შორისაცაა – სავარძლები, წინა პანელი, საჭე, სამუხრუჭე სისტემა და სხვა. ლამაზად შეფუთული ტკბილეული Miata-ს გულშემატკივრებისთვის მშვენიერი საჩუქარი იქნებოდა, თუმცა  მინიატიურულ შოკოლადის მანქანაზე უკეთესი რა უნდა იყოს.

შოკოლადი სიყვარულის დღეს ალბათ საუკეთესო საჩუქარია, Miata-ს კი გულშემატკივართა დიდი არმია ჰყავს და ასეთი საჩუქარი ალბათ ბევრ ადამიანს დააინტერესებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები