LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე-5 ქმართან განქორწინების შემდეგ, პამელა თავის ბარტყებს დაუბრუნდა“ – მალიბუს მაშველი კვლავ ფორმაშია

170
Untitledgfgf

როგორც ცნობილია, 13 თვიანი ქორწინების შემდეგ, პამელა ანდერსონი მე-5 ქმარსაც დაშორდა. ბოლო პერიოდში მალიბუს ყველაზე ცეცხლოვანი მაშველი ვერ იყო ჩვეულ ფორმაში, ის ქუჩებში უმაკიაჟოდ, მოუწესრიგებელი არაერთხელ შეუნიშნავთ, თუმცა განქორწინების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.

ფოტო: 13 თვიანი ქორწინების შემდეგ, 54 წლის პამელა ანდერსონი მე-5 ქმარსაც დაშორდა 

ფოტო: პლასტიკური ქირურგია? – სულ სხვანაირი პამელა მალიბუს სანაპიროზე გადაიღეს 

სულ ცოტა ხნის წინ პაპარაცებმა პამელასა და მისი ვაჟის იშვიათი შეხვედრა გადაიღეს. ანდერსონი შვილთან და მის მეგობრებთან ერთად მალბუს ღამის კლუბში მიემართებოდა. სექს-სიმბოლო ბრწყინვალე ფორმაში იყო, მას თეთრი, მოკლე კომბინეზონი ეცვა, რომელსაც ვარსკვლავმა კლასიკური ფეხსაცმელი და ქუდი შეუხამა.

„მე-5 ქმართან განქორწინების შემდეგ პამელა თავის ბარტყებს დაუბრუნდა“, „ბოლოს და ბოლოს შვილებისთვისაც გამონახა დრო“, – წერენ კომენტარებში.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები