მანქანები მრავალნაირი არსებობს, ყველა ფორმისა და ზომის – ელეგანტური და შეუხედავი, საკულტო და მივიწყებული. მაგრამ ასევე არის განსაკუთრებული მოდელების სპექტრი, რომლებსაც მხოლოდ მათი გარეგნობით შეუძლიათ ტექნოლოგიურობისადმი აბსოლუტურად გულგრილი ადამიანი აქციონ ფანად და ენთუზიასტად. მათი სია საკმაოდ სუბიექტურია, თუმცა Mercedes-Benz S-Class W126 – მისი სახელი ჩვეულებრივ სუნთქვაშეკრული წარმოითქმის: იმდენად სიმპათიური და დიდებულია!
Mercedes-Benz-ის სარეკლამო სლოგანი “საუკეთესო ან არაფერი” შესანიშნავად აღწერს S-კლასს.










