ფორმულა-1-ის ცნობილი პილოტის მიხაელ შუმახერის ნივთების კოლექცია აუქციონზე გაიყიდება. 16 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე Sotheby’s აუქციონის სახლი გაყიდის ლოტს სახელად Full Throttle, რომელსაც იაპონელი ფანი სამი ათწლეულის განმავლობაში აგროვებდა. თითოეული უნიკალური ლოტის შეძენა დამოუკიდებლად ან ერთად იქნება შესაძლებელი.
კოლექცია მოიცავს ბევრ არც თუ ისე ძალიან ძვირადღირებულ ნივთს, რომელსაც შუმახერის ხელმოწერა ამშვენებს. მაგალითად, 500 დოლარად შესაძლებელია ქუდის შეძენა, ასევე რბილი სათამაშოების და სარბოლო ბოლიდების. დაახლოებით ამდენივე ეღირება ჯილდოების რეპლიკები, ფეხბურთის ბურთი და შამპანურის ბოთლი.