რამდენიმე თვის წინ კომპანია BMW-მ კროსოვერი XM-ის პროტოტიპი წარადგინა და ისიც დააზუსტა, რომ ბრენდის ისტორიაში ახალი ერა იწყებოდა. სიახლე არის M-დანაყოფის პირველი მოდელი, რომელსაც ბრენდის სერიულ ხაზში ანალოგი არ ეყოლება, ხოლო ჰიბრიდული აგრეგატების მქონე მოდელების შემადგენლობაში შესაძლოა სრულიად ახალი V8 გამოჩნდეს.
თუმცა, მიუხედავად ბრენდის ხმამაღალი განაცხადისა, კონცეპტმა განსხვავებული რეაქციები გამოიწვია: უფრო ზუსტად კი მისი ვიზუალი საკამათო აღმოჩნდა. მწარმოებელი პირობას დებს, რომ სერიული წარმოების დროს პროტოტიპის 90%-ს უცვლელად შეინარჩუნებს.
მოდით, გავიხსენოთ სხვა ბავარიული კონცეპტები, რომლებიც სერიაში მოხვდნენ მაგრამ ბევრი რამ შეიცვალა.