LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „მშვიდობით ინეს! ჩვენ ეს-ეს არის ეკრანზე დაწყებული ახალი რომანის დაბადებას შევესწარით“ – ბრედ პიტი გამოიჭირეს

2587
page

61 წლის ბრედ პიტი კვლავ გადასაღებ მოედანზე დააფიქსირეს. ლოს-ანჯელესში, ფილმის „ერთხელ ჰოლივუდში“ „სიქუელის“ შექმნის პროცესი აქტიურ ფაზაშია შესული და ამჯერად გადაღებები ღამით მიმდინარეობდა.

ფოტოები ბრედ პიტის ფან-გვერდზე გავრცელდა და დიდი აჟიოტაჟიც გამოიწვია. გარდა იმისა, რომ ბრედი, როგორც ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურებოდა და თავისუფალი სტილის პერანგით იწონებდა თავს, საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება რამდენიმე კადრმა მიიპყრო.

ეს გახლდათ გადაღებებს შორის შესვენებებზე ბრედისა და მისი სასცენო პარტნიორის, ლორენ გლეიზერის აშკარა ფლირტი და ქიმია. რამდენიმე კადრში ისინი ჩახუტებულებიც კი მისეირნობდნენ. ფოტოებს ტრადიციულად უამრავი კომენტარი მოჰყვა:

„მშვიდობით ინეს!“, „ეს ხომ აშკარა ფლირტია“,„მათი ქიმია თვასაჩინოა“, ეს-ეს არის ეკრანზე დაწყებული ახალი რომანის დაბადებას შევესწარით“, – არ წყდება კომენტარები.

სტუდია ჯერჯერობით ოფიციალურ დეტალებს არ ავრცელებს, ასევე უცნობია სიუჟეტის ზუსტი ხაზი და პრემიერის თარიღი, თუმცა, უკვე ნათელია, რომ „ერთხელ ჰოლივუდში“ „სიქუელის“, „კლიფ ბუთის თავგადასავლი“ ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან კინოპროექტად იქცევა.

გარდასახვის ოსტატის სამი გაელვება – 61 წლის ბრედ პიტის უახლესი ფოტოები გადასაღები მოედნიდან

გრიმის საშუალებით რადიკალურად შეცვლილი ბრედ პიტი გადაღებებს უბრუნდება – უახლესი ფოტოები

რაც შეეხება ბრედსა და მის მეგობარ გოგოს, ინეს დე რამონს, წყვილი ბოლოს ერთად ივნისში, „ფორმულა 1“– ის ლონდონური პრემიერის შემდეგ გამართულ წვეულებაზე გადაიღეს.

„თავადაც შოკშია!“ – ბრედ პიტი და ინეს დე რამონი პრემიერის შემდგომ წვეულებაზე – უახლესი ფოტოებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები