LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Nissan-ის ახალმა მინივენმა ტვინის ტალღების და გულის რიტმის დაფიქსირება ისწავლა

172
nissan

Nissan-მა კონცეპტუალური მინივენი Hyper Tourer წარადგინა. ეს უკვე მესამე მოდელია ფუტურისტული ხაზის Hyper-ის, რომელშიც ასევე შედის კროსოვერი – Hyper Adventure და Hyper Urban. ყველა ამ მოდელის საჯარო დებიუტი Japan Mobility Show-ზე შედგება, გამოფენაზე რომელიც ტოკიოში მომავალი კვირიდან გაიხსნება. ისევე როგორც სხვა შოუ-ქარებმა, მინივენმაც Nissan-ისთვის უჩვეულო დიზაინი, ბევრი მკვეთრი ხაზი და კუთხე მიიღო, სიახლეს აქვს ასევე თანამედროვე ელექტრონიკა და „მწვანე“ აგრეგატი.

ზოგიერთი ფუნქციის მართვა და ასევე ნავიგაცია პორტატიული დისპლეითაა შესაძლებელი. კონცეპტმა ასევე მიიღო უახლესი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც მგზავრების ტვინის ტალღებს, გულის რიტმს, სუნთქვას და ოფლის გამოყოფას აკვირდება. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით ავტომობილში შესაფერისი მუსიკა და განათება ირთვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები