LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Peugeot-მა ჰეტჩბეკი და უნივერსალი 308 განაახლა

106
Peugeot-მა ჰეტჩბეკი და უნივერსალი 308 განაახლა

ჰეტჩბეკი და უნივერსალი 308 რესტაილინგის შემდეგ „კბილებს“ დაემშვიდობნენ. მესამე თაობის 308-ე და მისი SW-ვერსია საზოგადოების წინაშე 2021 წელს წარდგა და ახლა, ოთხი წლის შემდეგ პირველად განახლდა. ყველა ვერსიას, მათ შორის ელექტროს, ვიზუალი შეუცვალეს, დაამატეს ახალი ფუნქციები და გააფართოვეს ძრავების გამა.

განახლების შემდეგ Peugeot 308-მა LED ფირმის „ლომის კბილები“ დაკარგა: მათ ნაცვლად მოდელებმა განახლებული ფარები მიიღეს. საბაზისო კომპლექტაცია Allure აღჭურვილია დიოდებით, ხოლო ტოპ-ვერსიები GT და GT Premium მატრიცული ოპტიკითაა გაფორმებული. გარდა ამისა, 308-ზე პირველად გამოჩნდა განათებული Peugeot-ის ლოგო.

Peugeot აღნიშნავს, რომ სიახლის 31 პროცენტი შედგება ეკოლოგიური მასალებისგან, მათ შორის გადამუშავებული ნედლეულისგან. 308 SW ოდნავ გაზრდილია ზომებში და ახლა შეუძლია გადაიტანოს 598-დან 1487 ლიტრამდე ტვირთი უკანა სავარძლების მდგომარეობის მიხედვით. ისინი იკეცება პროპორციით 40:20:40, ხოლო მოხერხებულობისთვის დაემატა უკანა კარის ელექტრო გადამცემი. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები