LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: რაზე ოცნებობდა 15 წლის მატილდა გვარლიანი და რას ამბობდა fortuna.ge-სთან ინტერვიუში წლების წინ: „6-7 წლის ვიყავი, პირველად რომ ვნახე „ვიქტორიას სიკრეტის“ შოუ… ამან დიდი ემოციები გამოიწვია… მინდა „ვიქტორიას სიკრეტის“ შოუში მოხვედრა…“

958
მატილდა გვარლიანი

2019 წელს, როდესაც მატილდა გვარლიანი 15 წლის გახლდათ და სულ ახალი გამოჩენილი იყო ქართულ სამოდელო სივრცეში, რადიო „ფორტუნას“ საიტმა მასთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც გოგონა სწორედ „ვიქტორიას სიკრეტის“ შოუზე, მის გავლენასა და მონაწილეობის სურვილზე საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდს fortuna.ge-ს ძველი ინტერვიუდან, რომელიც ახლა ძალიან აქტუალურია, წლების წინანდელი ოცნება ქართველმა მოდელმა ნამდვილად აისრულა და რამდენიმე დღის წინ საოცნებო პოდიუმზე პირველად გაიარა…

მატილდა გვარლიანი:

6-7- წლის ვიყავი, პირველად რომ ვნახე „ვიქტორიას სიკრეტის“ შოუ. ამან დიდი ემოციები გამოიწვია ჩემში, როცა ვნახე, როგორ გამოდიოდნენ მოდელები პოდიუმზე. ბავშვობიდან დავიწყე ამ პროფესიაზე ფიქრი და სულ მინდოდა, ჩემი თავი ტელევიზორში მენახა (იღიმის). ისე დადიოდნენ, რომ სურვილს აღმიძრავდნენ, მეც მათ გვერდით აღმოვჩენილიყავი. არ ვიცი, ამას რამდენად მოვახერხებ, მაგრამ ჩემი შესაძლებლობების 100%-ს გამოვიყენებ ამისთვის.

ანუ შენი ოცნება „ვიქტორიას სიკრეტის“ შოუში მოხვედრაა?

ჩემი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტს მივაღწიო. მინდა „ვიქტორიას სიკრეტის“ შოუში მოხვედრა, რადგან ესეც ხომ დიდი წარმატებაა.

მოდელობასთან ერთად მსახიობობაც მინდოდა, მაგრამ ახლა მოდელობით უფრო დაინტერესებული ვარ. სამსახიობო სფეროშიც მინდა ჩემი სიტყვის თქმა. მოდელობაზე რომ შევაჩერე არჩევანი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეორე პროფესია არ მექნება. სულ მოდელი ვერ ვიქნები, ამიტომ სკოლის დასრულების შემდეგ სხვა პროფესიის შერჩევაზეც ვიფიქრებ, გარკვეული დროის შემდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g