საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს ვახშამზე მასპინძლობს. ამის ამსახველი ფოტოები პრეზიდენტის ოფოცოალურ ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.
ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონის ვიზიტი საქართველოში 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებში შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა, დანიელსონმა განაცხადა ვიზიტის ერთი დღით გახანგრძლივების შესახებ. დღეს ცნობილი გახდა, რომ დანიელსონი საქართველოში კიდევ რამდენიმე დღით დარჩება, რათა ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებში კონკრეტულ შედეგს მიაღწიონ.