ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის უფროსი ქალიშვილი, 19 წლის შაილო ნიუ-იორკის ქუჩებში ახალი იმიჯით გამოჩნდა. პაპარაცებმა ის თავის მეგობარ გოგოსთან, ქეონ როუზისთან ერთად სეირნობის დროს გადაიღეს.
შაილომ თმა ღია ქერად შეიღება. ასევე გოგონა მკვეთრი მაკიაჟით იყო წარმოდგენილი.
შეგახსენებთ, ზაფხულში ცნობილი გახდა, რომ შაილო მეგობარ გოგონასთან ერთად საცხოვრებლად ცალკე გადავიდა. წყაროს ცნობით, გოგონებმა პატარა ბინა ლოს-ანჯელესში იქირავეს და იქ ერთად, ყველასგან დამოუკიდებლად ცხოვრობენ.
„ანჯელინა ჯოლი განადგურებულია“ – შაილო ჯოლი-პიტი საცხოვრებლად შეყვარებულთან გადავიდა





