პარიზელი გოგონების ფეხსაცმელად წოდებული „ბალეტკები“ ამ ზაფხულს მოდაში ბრუნდება. ყველაზე პოპულარული „ბალეტკების“ მოდელები დღემდე „შანელის“ ანგარიშზეა. მათი ცნობა ფორმითა და მომრგვალებული ცხვირით არის შესაძლებელი. ფეხსაცმელი უნივარსალურია და ის ყველა სეზონზე აქტუალურია. დღემდე „ბალეტკები“ ყველაზე საჭირო ნივთების სიაშია, თუმცა ბოლო დროს მათი პოპულარობა შემცირდა.
ისე მოხდა, რომ წელს „შანელმა“ დიდი რაოდენობით, სხვადასხვა ფორმისა და ფერის „ბალეტკა“ გამოუშვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლეგენდარული, რბილი და დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი ისევ მოდას დაუბრუნდა.




