LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „შენ რომ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში, ყველაფერი ფერადი გახდა – შენმა ღიმილმა და ენერგიამ შემაყვარა ცხოვრება და მომცა ძალა, უკეთესი ვყოფილიყავი…“ – მაკო კვიტაიშვილის უფროსი ვაჟი იუბილარია

173
მაკო კვიტაიშვილი

მომღერალი და ტელესახე მაკო კვიტაიშვილი უფროსი ვაჟის დაბადების დღეს აღნიშნავს.

ბედნიერი დედიკო უსაყვარლეს კიტასთან ერთად გადაღებულ ფოტოებსაც გვიზიარებს.

„დღეს ჩემი პირველი სიყვარული კიტა დაიბადა!.

ჩემო პატარა სიყვარულო ბიჭო, გილოცავ დაბადების დღეს!

შენ რომ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში, ყველაფერი ფერადი გახდა – შენმა ღიმილმა და ენერგიამ შემაყვარა ცხოვრება და მომცა ძალა, უკეთესი ვყოფილიყავი.

შენ ხარ უსაზღვროდ მხიარული, ჯიუტი, პრინციპული და ამავე დროს ისეთი ნაზი და კეთილი – უნიჭიერესი ბიჭი, რომლის ყოლაც უდიდესი ბედნიერებაა.

მადლობა, რომ მე შენი დედა ვარ.

ყოველდღე ვამაყობ შენით და გისურვებ, რომ სულ ისეთი ნათელი იყო, როგორიც ხარ – უზომოდ მიყვარხარ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g