LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ტოკიოში „ჰარი პოტერის“ ყველაზე დიდი თემატური პარკი გაიხსნა

160
Capture

ტოკიოში „ჰარი პოტერის“ თემატიკის ყველაზე დიდი პარკი გაიხსნა. სიახლეს The Warner Bros. Studio Tour Tokyo – The Making of Harry Potter ჰქვია.

პარკი 30 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზეა გადაჭიმული და სტუმრებს დაუვიწყარ გამოცდილებას ჰპირდება. ვიზიტორები შეძლებენ ითამაშონ ქვიდიჩი, გაისეირნონ ჰოგვორსტში, გამოსცადონ ჰოგვორტს-ექსპრესით მგზავრობა და დააგემოვნონ ნაღების ლუდი.

პარკის ტერიტორიაზე იქნება ჯადოსნური სამყაროსადმი მიძღვნილი ყველაზე დიდი თემატური მაღაზია და ძალიან საინტერესო კაფე-ბარები.

უნიკალური სივრცის მონახულების საფასური ზრდასრულებისთვის 45 დოლარი, ხოლო ბავშვებისთვის 27 დოლარი ეღირება.

აღსანიშნავია, რომ ტოკიოს პარკის გახსნას ცნობილი ადამიანების გარეშე არ ჩაუვლია და ცერემონიაზე დასასწრებად “პოტერიანას“ ფანატთა საყვარელი პერსონაჟების ლუნა ლავგუდის და ნევილ ლონგბოტომის როლების შემსრულებლები ჩავიდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები