კომპანია Toyota-მ GR Supra GT4-ის საკოლექციო ვერსია გამოუშვა. გამოცემა 100 Edition სარბოლო მოდელის მე-100 გამოცემას მიეძღვნება და ტირაჟი მხოლოდ 3 ეგზემპლარს მოიცავს. ფასი ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც Porsche 911 Turbo-ს აქვს, ანუ 220 ათასი ევრო. ამ თანხად მყიდველი ფაქტობრივად სარბოლო კუპეს მიიღებს.
GR Supra GT4 100 Edition სულ 3 ცალი აიწყობა და ერთი ევროპაში, მეორე ჩრდილოეთ ამერიკაში, მესამე კი აზიაში გაიყიდება.