LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „თქვენ არჩევანი თავად უნდა გააკეთოთ, ისუნთქოთ თუ არა“ – ველ კილმერი რთული დიაგნოზის შესახებ ალაპარაკდა

179
Untitledddd

6 წლის წინ, მსახიობ ველ კილმერს რთული დიაგნოზი, ყელის კიბო დაუდგინეს. ხანგრძლივი მკურნალობისა და ქიმიოთერაპიების კურსების შემდეგ მსახიობმა კიბო დაამარცხა, თუმცა დაავადებამ მის ფსიქიკასა და ჯანმრთელობას საბედისწერო დაღი დაასვა. 61 წლის ვარსკვლავს საუბარი უჭირს და ყელში სპეციალური აპარატი აქვს ჩადგმული.

სულ ცოტა ხნის წინ მან გამოცემა Peples-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც რთული პერიოდი დეტალურად გაიხსენა.

„მე მზად ვიყავი სიკვდილისთვის, იმ პერიოდში უცნაურად  ვიქცეოდი, რადგან მე საკუთარი ნაწილი დავკარგე, თუმცა შემდეგ ვიპოვე, თქვენ არჩევანი თავად უნდა გააკეთოთ, ისუნთქოთ თუ არა“, – აცხადებს კილმერი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები