63 წლის მსახიობი, მელანი გრიფიტი ლოს-ანჯელესში, სეირნობისას გადაიღეს. ვარსკვლავს შავი ლეგინსები და მაისური ეცვა. აღსანიშნავია, რომ ანტონიო ბანდერასის ყოფილი მეუღლე საოცარ სპორტულ ფორმაშია.
ცნობისთვის, გრიფიტი იმ მსახიობთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც მრავალი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთეს. სამწუხაროდ, ოპერაციების კვალი მელანისაც შესამჩნევად ეტყობა, მისი ცნობა სულ უფრო და უფრო რთული ხდება.