დევიდ და ვიქტორია ბექჰემების 15 წლის ვაჟი, კრუზი დედის კვალზე წასვლას აპირებს. მას მუსიკოსობა უნდა. ვარსკვლავური ოჯახის წევრი სოციალურ ქსელში ხშირად ავრცელებს ვიდეოებს, რომელშიც უკრავს და მღერის.
ცოტა ხნის წინ კი მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ყველაზე დიდი ოცნება მუსიკოსობაა.
აღსანიშნავია, რომ ბექჰემების ოჯახი ცნობილ მუსიკოსებთან მეგობრობენ, კრუზის ძმები ჯასტინ ბიბერის ახლო მეგობრები არიან. ასე რომ, რა თქმა უნდა, კრუზს მუსიკალური კარიერის აწყობა ნამდვილად არ გაუჭირდება.