რამდენიმე საათის წინ, Victoria’s Secret-ის 2024 წლის გრანდიოზული ჩვენება გაიმართა. ეს მომენტი ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან Victoria’s Secret-ის პოდიუმზე პირველი ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანი გამოვიდა.
შოუს არც მუსიკალური პერფორმანსის გარეშე ჩაუვლია. Victoria’s Secret-ის 2024 წლის გრანდიოზული ღონისძიებაზე უბერებელმა შერიმ იმღერა, მან საკულტო ჰიტი, Believe შეასრულა.
78 წლის არტისტი ჩვენების შემდგომ წვეულებაზე თავის შეყვარებულთან, ალექსანდერ ედვარდსთან ერთად მივიდა. სცენაზე მომღერალი შავ სამოსში იყო გამოწყობილი. „ფართიზე“ კი მან „ლუქი“ გამოიცვალა, ქერა პარიკი მოირგო და გულისსწორთან ერთად ფოტოების გადაღებას შეუდგა.