ახლახან, კინოში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საფრანგეთის კინოაკადემიამ ლეგენდარულ კომიკოსს, ჯიმ ქერის საპატიო ჯილდო გადასცა. სცენაზე ასვლისას 64 წლის მსახიობმა პუბლიკას ფრანგულად მიმართა. საოცრად ემოციური იყო მისი დაჯილდოების მომენტიც.
თუმცა, საზოგადოების მთავარი ყურადღება ქერის რადიკალურად შეცვლილი გარეგნობისკენ იყო მიმართული. მისი ცნობა მართლაც შეუძლებელი გახლდათ, ჯიმს თვალის ფერიც კი სხვა ჰქონდა, რომ არაფერი ვთქვათ მის მიმიკებზე და ასევე იმ ფაქტზე, რომ ჯიმი ცაცია იყო, ცერემონიის დასრულების შემდეგ კი ავტოგრაფებს მარჯვენა ხელით არიგებდა.
საზოგადოების დიდი ნაწილი აცხადებს, რომ ნამდვილი ჯიმ ქერი წლების წინ გაუჩინარდა, ხოლო საზოგადოებას ახლა მისი ორეული წარუდგინეს. მომხმარებლები მთელ მსოფლიოში აზიარებენ ფოტო-შედარებებს და ამტკიცებენ, რომ განსხვავებები აშკარაა – თვალის ფერი, სახის ნაკვთები, მიმიკა და ჟესტიკულაციაც კი.
„ეს ჯიმი არ არის, მისი ორეულია“, „ნამდვილი ჯიმი წლების წინ გაუჩინარდა“, „ჯიმი ხომ ცაცია იყო!“, „უამრავი არგუმენტი არსებობს, რომ ეს ჯიმი არ არის“, – არ წყდება კომენტარები.
არსებობს სხვა თეორიაც, როგორიცაა პლასტიკური ქირურგია, ინექციური კოსმეტოლოგია, რომელიც ადამიანის ვიზუალის მართლაც რადიკალურად ცვლის.
ვიდეო: „საკმარისია“ – ჯიმ ქერი სამსახიობო კარიერას ასრულებს
