ლოს-ანჯელესში, AMA-ის ყოველწლიური, რიგით 49-ე დაჯილდოება გაიმართა. საღამოზე არაერთი დასამახსოვრებელი პერფორმანსის მომსწრენი გავხდით. სცენაზე ჯეი ლო, Coldplay, Megan Thee Stallion, Doja Cat, „სილკ სონიკი“ და BTS გამოვიდნენ, სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა ყველა ნომინაციაში გაიმარჯვა, რომელშიც კი წარდგენილი იყო.
American Music Awards-ის ერთპიროვნული გამარჯვებული BTS-ია
ჯეი ლო სცენაზე „დოლჩე და გაბანას“ საქორწინო კაბით გამოჩნდა – სად არის ამ დროს ბენი?
საღამოს წამყვანი Cardi B იყო, მან წითელ ხალიჩაზე „სკიაპარელის“ ოქროსფერი ნიღაბი მოირგო და საზოგადოების ყურადღებაც დაიმსახურა.
ჯილდოების რაოდენობით ლიდერები გახდნენ: BTS, ასევე Megan Thee Stallion და Doja Cat. თითოეულმა მათგანმა 3 ნომინაციაში გაიმარჯვა. ასევე ჯილდო დაიმსახურეს The Weeknd, ტეილორ სვიფტმა, „სილკ სონიკმა“, დრეიკმა და ედ შირანმა გამარჯვებულთა სრული სია იხილეთ აქ.