LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: Bad Girl – ნაომი კემპბელი Usher-ის კონცერტისას სცენაზე მოულოდნელად გამოჩნდა

134
page

ამ დღეებში, აშერმა ევროპის მასშტაბით, ლიმიტირებული ტურნე – Usher: Past Present Future დაიწყო. ტურნემ სტარტი ინგლისიდან აიღო და მაისის პირველ რიცხვებამდე ევროპის სხვა ისეთ ქვეყნებსაც მოიცავს, როგორებიცაა: საფრანგეთი, ნიდერლანდები და გერმანია.

აშერი კონცერტებს ევროპაში გამართავს

აღსანიშნავია, რომ არტისტი ბრიტანელი მსმენელის წინაშე, 10 წლის შემდეგ წარდგა და 20, 000-იან აუდიტორიას დაუვიწყარი შოუებიც მოუწყო. The O2 Arena-ზე გამართული ერთ-ერთი კონცერტი დამსწრეებისთვის, მოულოდნელობით სავსეც აღმოჩნდა.

საქმე ისაა, რომ მუსიკოსთან ერთად სცენაზე, ნაომი კემპბელი გამოჩნდა.

სუპერმოდელი პერფორმანსს მაშინ შეუერთდა, როცა შემსრულებელი 2004 წლის სიმღერას – Bad Girl ასრულებდა.

,,21 წლის შემდეგ, ის მაინც ყველაზე ცუდი ცუდი გოგონაა” – დაპოსტა საკუთარ თავზე თავად ნაომიმ, როცა ქსელში საღამოდან ფოტოები და ვიდეობი გააზიარა.

ცნობისთვის, 21 წლის წინ, აშერსა და ნაომის რომანს მიაწერდნენ, რასაც ორივე დღემდე უარყოფს. ასევე არსებობს ვარაუდი, რომ სიმღერა – Bad Girl, კემპბელის შესახებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები