მომღერალი ნუცა ბუზალაძე ამერიკული მეგაპროექტის American Idol-ის ბოლო ტურზე ბალენსიაგას სამოსში გამოჩნდა. ნუცა სოციალურ ქსელში წერს, რომ ბედნიერია, რადგან ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას მიერ შექმნილი კაბა ეცვა.
„როგორ მოგწონთ ჩემი ბალენსიაგას ლუქი? მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაცვია კაბა, რომელიც არის ჩვენი ქართველი გენიოსის დემნას მიერ შექმნილი“ – წერს ნუცა.
ვიდეო: „შენ ხარ ვარსკვლავი“ – როგორ შეაფასა American Idol-ის ჟიურიმ ნუცა ბუზალაძის გამოსვლა