LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო, ვიდეო: „ბევრი ცუდი კომენტარი დაიწერა – „ვის ეჯიბრებითო“… არავის, უბრალოდ ბავშვობის ოცნება ავისრულე“ – კიდევ ერთი გრანდიოზული ქართული ქორწილი, რომელმაც საზოგადოება აალაპარაკა: რა დაჯდა 16-სართულიანი ტორტი და რას პასუხობს პატარძალი კრიტიკოსებს

2718
ქორწილი ბათუმში

საქართველოში გამართული ქორწილები ულამაზესი დეკორაციებით, განათებებითა თუ ყვავილებით ხშირად იპყრობს საზოგადოების ყურადღებას და ამ დაუვიწყარი ემოციებით შექმნილი დღის შესახებაც შემდეგ დიდხანს საუბრობენ ხოლმე, თუმცა რამდენიმე დღის წინ, ბათუმში გამართულმა 500-კაციანმა ქორწილმა „ტიკ-ტოკ“ პლატფორმა სრულად მოიცვა.

საქმე ისაა, რომ მეგი ირემაძემ და გიგა გორაძემ, რომელთა 4 წლიანი სიყვარულის ისტორია, 19 სექტემბერს ქორწილით დაგვირგვინდა, დამსწრე საზოგადოება გრანდიოზული ტორტით გააკვირვეს.

ქორწილისთვის შექმნილი 16-სართულიანი ტორტით მოხიბლული და აღფრთოვანებული ადამიანების რიცხვი მას შემდეგ გაიზარდა, რაც რესტორანმა „რენესანსი“ წყვილის ტორტის გაჭრის კადრები გაავრცელა, რასაც არაერთგვაროვანი შეფასებებიც მოჰყვა.

ულამაზესი ქორწილის შთამბეჭდავ დეტალსა და საზოგადოების ნაწილის მხრიდან გამოხატულ უარყოფით რეაქციებს Fortuna.ge-სთან თავად მეგი ირემაძე ეხმაურება.

ამბობს, რომ მსგავსი სახის კომენტარები არ სწყინს, რადგან ბავშვობის ოცნება აისრულა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ცოლად გავყევი ადამიანს, რომელიც ძალიან მიყვარს და ვაფასებ, ამიტომ ზოგიერთი ადამიანის უარყოფითი კომენტარი ტორტთან ან მის ფასთან დაკავშირებით, საერთოდ არ მწყინს. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, რომ ქორწილში გრანდიოზული კაბა მომერგო და ტორტიც გრანდიოზული ყოფილიყო.

გულწრფელად გითხრათ, ძალიან გამიკვირდა ზოგიერთის რეაქცია. ჩვენ ყველას პატარ-პატარა ოცნებები გვაქვს, შეიძლება არ გვინდოდეს ძვირადღირებული მანქანა ან მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობა, მაგრამ დიდი სურვილი გვქონდეს ერთი ბედნიერი დღე თუნდაც ასეთი გრანდიოზული ტორტით აღვნიშნოთ.

ფოტო/ვიდეო: ქუთაისის სახელგანთქმული ფლორისტ-დიზაინერი გრანდიოზული ქორწილების შესახებ, სადაც მილიონზე მეტ ვარდს იყენებს: „თბილისელებს უფრო მინიმალისტური მოთხოვნები აქვთ, ქუთაისი-ბათუმი გამოირჩევა გრანდიოზულობით…“

Flowers Lovers დამფუძნებელი, ფლორისტ-დიზაინერი და ღონისძიებების ორგანიზატორი, ნათია გურეშიძე fortuna.ge-ს ესაუბრება იმ საქმიანობის შესახებ, რომელსაც ბოლო 19 წელი ეწევა…

მესმის, შეიძლება ვიღაცამ თქვას, ამდენი ფული ტორტში როგორ დახარჯაო, მაგრამ ნუთუ ოცნებების ასრულება შეზღუდული გვაქვს?

ტორტის დიზაინი კონდიტერ ლუიზა ვარშანიძესთან ერთად მოვიფიქრე. თავდაპირველად 10 სართულით დავიწყეთ და საბოლოოდ 16 სართულზე ავედით, პეპლებით გავაფორმეთ, პირდაპირ დარბაზში ორი დღე-ღამე კეთდებოდა, მთელ ამ პროცესში პირადად ვიყავი ჩართული, ყველა მნიშვნელოვან დეტალს ვაკვირდებოდი. ეს ტორტი 10 000 ლარი დაგვიჯდა.

ძალიან ბევრი ცუდი კომენტარი იწერება – „ვის ეჯიბრებოდით“, „რად გინდოდათ“,  არავის ვეჯიბრებით, უბრალოდ ბავშვობის ოცნება ავისრულე…“

ფოტო/ვიდეო: ცნობილი ქუთაისელი ექიმის, მერაბ კვიცარიძის ვაჟის ქორწილს 520 ადამიანი ესწრებოდა – მილიონი ვარდი, 10 000 სანთელი საქორწინო წვეულება, რომელსაც სტუმრები 11 ქვეყნიდან დაესწრნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g