52 წლის იტალიელი ბიზნესმენი ჯანლუკა ვაკი, რომელიც რამდენიმე წლის წინ საზოგდოებამ სოციალურ ქსელში განთავსებული ცეკვის ვიდეოებით გაიცნო, მამა გახდა. მასსა და მის შეყვარებულს, 25 წლის შერონ ფონსეკას ქალიშვილი შეეძინათ. წყვილმა მშობიარობამდე გადაღებული ვიდეოც გაავრცელა, სადაც ისინი სამშობიაროში ცეკვავენ.
„ის უკვე აქ არის, მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენ ჯანმრთელი გოგონა შეგვეძინა და ის უკვე სიცოცხლეზე მეტად გვიყვარს“ – წერს ჯანლუკა.
ცნობისთვის, წყვილი 2017 წლიდან ერთად არის. შერონი ჯანლუკის მეწყვილეცაა.