ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი საფრანგეთში მოგზაურობს. სხვადასხვა ტურისტული ღირსშესანიშნაობის დათვალიერების პარალელურად, ნანუკამ სოციალური ქსელის გამომწერებს პარიზში გადაღებული ფოტოები გაუზიარა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
„როგორი ლამაზი და დახვეწილი ხარ ❤️“, „რა ლამაზი ხარ ❤️🔥“, „ნანუკა უძალიანესად გაფასებ!!“, „ასეთი საოცრება! 😍“, „Wow❤️❤️😍😍“, – წერენ გამომწერები კომენტარებში.
ნანუკა პარიზში, TAMO SKIN-ის დამფუძნებელ თამო ვაშალომიძეს ესტუმრა, რომელიც მისი გადაცემის სტუმარია და „ინსტაგრამ-სთორის“ მეშვეობით კადრები გაგვიზიარა.
„პარიზული არდადეგები. დანარჩენი გადაცემაში“, – წერს ნანუკა.
როგორც გავრცელებული ვიდეოებიდან ირკვევა, თამო ვაშალომიძემ ნანუკასთან ერთად დაათვალიერა ის ქარხანა, სადაც TAMO SKIN-ის პროდუქცია მზადდება.
