ელიზაბეთ ჰარლის 60 წელი შეუსრულდა. მან იუბილე განსაკუთრებულად აღნიშნა. თბილი სიტყვები არ დაიშურეს მისმა ახალმა შეყვარებულმა, ბილი რეი საირუსმა და აგრეთვე ვაჟმა, დემიენმა.
„ჩემი ცხოვრების მთავარი ქალი“, – ასე მოიხსენია ბილი რეიმ საყვარელი ქალი მისალოც პოსტში და მასთან ერთად გადაღებული ფოტო გაავრცელა.
შთამბეჭდავი ფოტოები და ვიდეოები ჰარლიმ „ინსტაგრამზე“ თავადაც გაავრცელა.
„უკვე სიგიჟე წელია… ძალიან ბედნიერად და მადლიერად ვგრძნობ თავს, ჩემ გვერდით მსოფლიოში საუკეთესო მეგობრები და ოჯახია. ფოტო გადაღებულია დღეს… ჩემს „დაბადების დღის კოსტიუმში“, – წერს ჰარლი და ავრცელებს ფოტო, რომელშიც ბალახზე, სრულად შიშველ პოზირებს.