„პარიზის მოდის კვირეული“ ოფიციალურად გაიხსნა. საღამოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შოუ, „ივ სენ ლორანის“ ჩვენება გახლდათ.
წითელ ხალიჩაზე განსაკუთრებული ყურადღება როზი ჰანგტინტონ-უაიტლიმ მიიპყრო, რომლის გასულ კვირას გამოჩენამ და მისმა შეცვლილმა ვიზუალმა მსოფლიო მედიაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
ბრიტანელმა სუპერმოდელმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მინიმალიზმი და დახვეწილობა მისი სტილის მთავარი იარაღია. მას ყავისფერი ტყავის ქურთუკი, თეთრი ბაფთიანი პერანგი და ტყავის ქვედაბოლო ამშვენებდა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას მის ვიდეოს უამრავი კომენტარი მოჰყვა. ვარსკვლავი სახეზე აშკარად შეცვლილი იყო. საზოგადოების აზრით, როზიმ ინექციურ კოსმეტოლოგიას მიმართა.
„ალბათ მიხვდება და დაიბრუნებს უწინდელ იერს“ – როზი ჰანგტინტონ-უაიტლის უახლესი ფოტოები
