მსახიობმა გია როინიშვილმა 22 ოქტომბერს 60 წლის იუბილე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრში აღნიშნა.
22 ოქტომბერს თეატრში მისულმა მაყურებელმა სპექტაკლი „კუგელმას“ იხილა. ვუდი ალენის მოთხრობის მიხედვით დადგმული სპექტაკლის რეჟისორი და ინსცენირების ავტორი კოკო როინიშვილია.
იუბილარს ულამაზესი ტორტი მიართვეს.
სპექტაკლის ბოლოს გია როინიშვილს ლილი იოსელიანისა და მიხეილ თუმანიშვილის ჯილდოები გადაეცა.