53 წლის ჯულია რობერტსი პირად ცხოვრებაზე არასდროს საუბრობს და საკმაოდ დაფარული ცხოვრების წესით ცხოვრობს. მას 3 შვილი ჰყავს, რომელსაც მეუღლესთან, 52 წლის დენიელ მოდერთან ერთად ზრდის.
თუმცა მათი ვაჟი, ჰენრი ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში მაინც მოექცა. საქმე ისაა, რომ სულ ცოტა ხნის წინ მას 14 წელი შეუსრულდა, იუბილეზე ბიჭმა „ინსტაგრამზე“ ვიდეო გაავრცელა, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორ ოსტატურად დგას ის სკეიტბორდზე
„მე 14 წლის გავხდი, სკეიტით ჰაერში ვტრიალდები“, – წერს ჰენრი.