50 წლის ლეგენდარულმა სუპერმოდელმა, ნაომი კემპბელმა Architectural Digest-ს კენიის ვილაში უმასპინძლა და დეტალურად დაათვალიერებინა.
სახლი პირდაპირ ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე აშენებული. დიზაინი აფრიკულ სტილშია გადაწყვეტილი. სახლში უზარმაზარი სპა-ცენტრი და ასევე 4 ღია და დახურული აუზია განთავსებული. უზარმაზარ ეზოში კი პალმებია დარგული და საოცარი მოსასვენებელი ფანჩატურები დგას.
აღსანიშნავია, რომ კემპობელმა მალინდიში სახლი ჯერ კიდევ 1999 წელს შეიძინა.