LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: კიდევ ერთი, ამჯერად კვადრატული ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედი – ჯორჯიანა როდრიგესის „ინსტაგრამზე“ საჩუქრების ცვენა დაგხვდებათ

254
page

ნიშნობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ჯორჯიანა როდრიგესმა „ინსტაგრამზე“ ფოტოების მორიგი სერია გაავრცელა. ის ხელზე კიდევ ერთი ბრწყინვალე ბეჭდით პოზირებს.

10-კარატიანი ოვალური ბრილიანტის ბეჭდის გარდა, რომლითაც ის რონალდომ რამდენიმე დღის წინ დანიშნა, როდრიგესს უზარმაზარი კვადრატული ბრილიანტის ბეჭედი ეკეთა. ამან კი, ბუნებრივია გააჩინა შეკითხვა, ნუთუ ფეხბურთელმა საცოლეს მეორე ბეჭედიც აჩუქა?

გარდა აღნიშნული ფოტოებისა, ჯორჯიანას „ინსტაგრამზე“ დაგხვდებათ საჩუქრების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალა.

„ის ამ დღისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა“ – ცნობილია, თუ რა აჩუქა წინასაქორწილოდ კრიშტიანო რონალდომ ჯორჯიანა როდრიგესს

ცნობისთვის, ფეხბურთელმა საყვარელ ქალს Porsche Taycan-ის ელექტრომობილი (106 ათასი დოლარი), Audemars Piguet-ის საათი (72 ათასი დოლარი), Patek Philippe-ის საათი (57 ათასი დოლარი), ასევე Christian Dior-ისა და Louis Vuitton-ის ჩანთები (ჯამში 9 ათას დოლარზე მეტი) და 24 ათას დოლარზე მეტი ღირებულების ბრენდული ტანსაცმელი აჩუქა.

„დიახ, თანახმა ვარ, ამ და ყველა ჩემს სხვა ცხოვრებაში“ – 9 წლიანი ურთიერთობის შემდეგ კრიშტიანო რონალდო და ჯორჯიანა როდრიგესი დაინიშნნენ

ფოტო: „ქალი ასე უნდა დააფასო და გააღმერთო!“ – ერთად ჩავიხედოთ ჯორჯიანა როდრიგესის უძირო ზარდახშაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები