LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: „მგონი ჯონი დეპს ჰგავს“ – ემბერ ჰარდმა ქალიშვილი გამოიჩინა – ინტერნეტსივრცეში ბავშვის მამის ვინაობას განიხილავენ

199
page

გასულ კვირას ემბერ ჰარდმა საზოგადოება გააოცა, ის დედა გახდა, გოგონა, სახელად უნა სუროგატი დედის საშუალებით მოევლინა სამყაროს.

„ჯერ კიდევ 4 წლის წინ გადავწყვიტე, რომ შვილის ყოლა მსურდა" - ჯონი დეპის ყოფილი ცოლი, ემბერ ჰარდი დედა გახდა

ემბერი ჯონი დეპთან განქორწინების შემდეგ არატრადიციულ ურთიერთობებში იმყოფება, მისი რჩეული 38 წლის ბიანკა ბუტი გახლავთ

სულ ცოტა ხნის წინ კი 35 წლის მსახიობმა ქალიშვილი კიდევ ერთხელ გამოაჩინა. მან „ინსტაგრამზე ვიდეო გაავრცელა, სადაც საზმარეულოში ზის, ხელში  გოგონა უჭირავს და თან „სმუზის“ მიირთმევს.

ვიდეომ საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ინტერნეტსივრცეში ბავშვის მამის ვინაობას განიხილავენ.

„მგონი ჯონი დეპს ჰგავს“, „მამის ვინაობას როდის გაამხელს“, – წერენ კომენტარებში

შეგახსენებთ, ჯონი დეპისა და ემბერ ჰარდის სკანდალური სასამართლო პროცესი კვლავ გრძელდება, პერიოდულად ახალი დეტალები ხდება ცნობილი, თუმცა ფაქტია, ძირითადი პროცესი ემბერ ჰარდმა მოიგო, რამაც ჯონის კარიერა ფაქტობრივად გაანადგურა.

სასამართლო პროცესი უკიდურესად დაიძაბა – ახალი დოკუმენტის გავრცელების შემდეგ ჯონი დეპი გამარჯვებასთან ახლოსაა

 

View this post on Instagram

 

A post shared by Amber Heard (@amberheard)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები