LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ნოდიკო ტატიშვილის საოცარი მოგზაურობა საფრანგეთის რივიერაზე – კანი, ნიცა, მონაკო: „აქ აუცილებლად შევიძენ ვილას…“

478
nodiko

ნოდიკო ტატიშვილი პირველად სტუმრობს საფრანგეთის სამხრეთ ნაწილს და რასაკვირველია, აღფრთოვანებულია საკუთარი ვოიაჟით.

fortuna.ge-სთან ექსკლუზიურად საუბრობს და ასევე მოგვაწოდა ფოტოები და რამდენიმე ვიდეო, რომლებიც მოგზაურობისას აქვს გადაღებული.

როგორც ნოდიკომ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, „ზეგ უკვე თბილისში ვიქნები და რამდენიმე დღეში ისევ მივფრინავ, ამჯერად  – პოლონეთში. მე და სოფო გელოვანი მივდივართ „ევროვიზიის“ გრანდიოზულ ღონისძიებაზე და იქ გვექნება გამოსვლა…“

მონტე-კარლო

საფრანგეთის სამხრეთით პირველად ვარ და ფრანგულმა რივიერამ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.

მოპატიჟებული ვიყავი იუბილეზე, სადაც ვიმღერე და რამდენიმე დღე დავრჩი. აქ ჩემი მეგობრებიც ცხოვრობენ.

ნიცა

ნიცა საოცრად ცეცხლოვანი ქალაქია, პულსაციით უფრო აქტიურ იტალიურ ქალაქებს ჰგავს. პლაჟები ყველა საზღვაო ქალაქში უმაღლეს დონეზეა კეთილმოწყობილი  და გამოირჩევა კამკამა წყლით.

მონაკო, მონტე კარლო ასევე შთამბეჭდავი იყო, ძალიან პატარა თუმცა საოცრად სავსე ქალაქია. პორტი, უძველესი კაზინო, უძველესი ავტომობილების გამოფენა, მოკლედ, საოცარი ქალაქია.

მენტონი

აი, მენტონი არის ჩემთვის აღმოჩენა, ზღაპრული  პატარა ქალაქია ულამაზესი ფერადი შენობებით, პლაჟებით, პორტით, მოსასვენებელი ადგილებით, რესტორნებით და ა.შ გამორჩეული და მცენარეებით. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ქალაქია მენტონი. სულ მესმოდა ნიცა, კანი, მონაკო და აღმოჩნდა რომ ნიცასთან ზუსტად ნახევარ საათში სამოთხეში მოხვდებით, აი, ასეთია მენტონი.

სენ-ტროპე

სენ-ტროპე იყო ჩემი პირველი სტუმრობა რივიერას პლაჟზე, ძალიან საყვარელი ქალაქია და ჩავიფიქრე, რომ აქ ზღვისპირას აუცილებლად შევიძენ ვილას, როცა იქნება.

ასევე ულამაზესი ქალაქია კანი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, იმდენი ვიარე თვალების ცეცებით, რომ ფოტოების გადაღება დამავიწყდა (იღიმის).

რაც შეეხება აქაურ სამზარეულოს, ფავორიტი ფრანგული სტეიკი და ფრანგული წვნიანია (სუპი), რომელთა ფოტოებსაც ასევე გიზიარებთ.

მასალა მოამზადა ნინო მურღულიამ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები