LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: პედრო პასკალი „ქამინგ აუთის“ შემდეგ „ოსკარების“ წითელ ხალიჩაზე რადიკალურად შეცვლილი იმიჯით გამოჩნდა

602
page

„ოსკარების“ წითელ ხალიჩაზე, პედრო პასკალმა სრულად განსხვავებული იმიჯით საზოგადოება გააკვირვა.

„ოსკარი“ 2026 წლის გამარჯვებულები ცნობილია

50 წლის მსახიობი ცერემონიაზე ელეგანტური სტილით გამოჩნდა. მას ეცვა თეთრი პერანგი, რომლის მკერდზე დიდი, დეკორატიული ყვავილი იყო დამაგრებული, თუმცა მაყურებლის ყურადღება ყველაზე მეტად მისმა შეცვლილმა გარეგნობამ მიიპყრო.

ყველაზე მოულოდნელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ პასკალმა მოიშორა თავისი ცნობილი ულვაში, რომელიც მისი იმიჯის ერთ-ერთ მთავარ ნიშნად ითვლებოდა. სწორედ ამ ცვლილებამ გამოიწვია დიდი განხილვა სოციალურ ქსელებში. პასკალის ახალი იმიჯი მალევე იქცა საღამოს ერთ-ერთ ყველაზე განხილვად ვარსკვლავად.

პედრო პასკალისა და რაფაელ ოლარას რომანტიკული უქმეები ლოს-ანჯელესის პარკში – უახლესი ფოტოები

ცნობისთვის, გასულ თვეს 50 წლის მსახიობი და მისი მეგობარი, 47 წლის რაფაელ ოლარა უქმეებზე ნიუ-იორკში დააფიქსირეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებს მალევე მოჰყვა სხვადასხვა კომენტარი. მედია პედროს გამოჩენას და კადრებს, რომელმაც მსოფლიო მედია მოიცვა, ჰოლივუდის ვარსკვლავის „ქამინგ აუთად“ აფასებს.

50 წლის მსახიობის „ქამინგ აუთი“ – ჯერ ვახშამი, შემდეგ სეირნობა, ბოლოს კი კინოთეატრი – პედრო პასკალის რომანტიკული უქმეები და კადრები, რომელმაც მსოფლიო მედია მოიცვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები