პერის ჰილტონი ოჯახთან, მეუღლესთან, კარტერ რეუმთან და შვილებთან ერთად ჰავაის სტუმრობს. ქერათმიანმა ლამაზმანმა ინსტაგრამზე უამრავი ფოტო და ვიდეო გაავრცელა, სადაც დროს სასიამოვნოდ ქალიშვილთან და ვაჟთან ერთად სანაპიროზე ატარებს.
შეგახსენებთ, ჰილტონი და რეუმი სამი წლის წინ დაქორწინდნენ. ჰილტონი დედა 2003 წელს გახდა, მას სუროგატი დედის დახმარებით ვაჟი, ფენიქსი შეეძინა. მალავე პერისი და კარტერი მშობლები მეორედ გახდნენ, ლონდინიც, თავისი ძმის მსგავსად, სუროგატი დედის მეშვეობით მოევლინა სამყაროს.
„საუკეთესო დაბადებების დღე“ – პერის ჰილტონის დაუვიწყარი უიქენდი შვილებთან და მეუღლესთან ერთად