საუდის არაბეთში, ELIE SAAB-ის გრანდიოზული ღონისძიება, 1001 Seasons of ELIE SAAB გაიმართა. გალა-კონცერტმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. სცენაზე ისეთი ვარსკვლავები ვიხილეთ, როგორებიც სელინ დიონი და ჯენიფერ ლოპესია.
56 წლის სელინმა, რომელიც ბოლო ორი წელი უიშვიათეს დაავადებას ებრძვის, ფურორი მოახდინა თავისი გამოჩენით. მას სცენაზე ოქროსფერი, თვალისმომჭრელი ბრჭყვიალა კაბა ამშვენებდა. არტისტმა ისეთი ჰიტები შეასრულა, როგორებიცაა The Power Of Love და I’m Alive.
ფოტო/ვიდეო: უიშვიათეს დაავადებასთან მებრძოლი სელინ დიონი პარიზის ოლიმპიადის შემდეგ პირველად გამოჩნდა